არქივი26 მაისი, 2025, 13:54
“ჩვენ თქვენთან ვართ – და დავრჩებით – თქვენთან! გაუმარჯოს საქართველოს!” – ნიდერლანდების ელჩი

“გილოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს დამოუკიდებლობა ძნელად მოპოვებული დამოუკიდებლობაა. ის მრავალი მსხვერპლის ფასად მოიპოვეს. დღემდე, ქართველი ხალხი აგრძელებს თავისუფლების დაცვას. ნიდერლანდები დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს საიმედო პარტნიორი და მეგობარია. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილის მეშვეობით. ჩვენ თქვენთან ვართ – და დავრჩებით – თქვენთან. გაუმარჯოს საქართველოს!”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.