ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე ახლოს ყოფილიყვნენ

ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე ახლოს ყოფილიყვნენ
საკუთარი ამომრჩევლების მოტყუება, რომ თითქოს მათ ამერიკისგან რამე მხარდაჭერა აქვთ, ისეთივე ტყუილია, როგორც დანარჩენი სხვა ტყუილი, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია ოპოზიციისგან, – განაცხადა „ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ იმისათვის, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე ახლოს ყოფილიყვნენ და ასევე ვნახეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც კალათბურთის დარბაზში, ეკრანზე უყურებდა ინაუგურაციას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ ინაუგურაციაზე არავინ ეპატიჟებოდათ, მათ ისარგებლეს ისე, როგორც 100 ათასობით ადამიანმა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც