ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია – კალანდარიშვილი მისთვის შავი სითხის შესხმაზე

ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია – კალანდარიშვილი მისთვის შავი სითხის შესხმაზე

ცესკოს თავდმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მისთვის შავი სითხის შესხმას პროვოკაციას უწოდებს.
ამის შესახებ კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა. მხოლოდ პირადი თავდასხმებით და ზეწოლით, ასეთი ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრით და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე გადაფაროს ის საკითხები და შექმნას საზოგადოებაში აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.