ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი – „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი – „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ
ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
„ჩვენ ვართ პირველ რიგში პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. ვის მივმართეთ და ვის არა, ეს ნაცების საქმე არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი. ფაქტს გეტყვით – „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“ და ალოგიკურობა. “, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე. მათი სახელი უკვდავია ისევე, როგორც მარადიულია საქართველო, მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით