ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე – კლაუს შვაბი

დავოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის განცხადებით, მთავრობები, ბიზნესი და საზოგადოება პასუხისმგებლები არიან სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე.
“ნდობა არის არა მხოლოდ გრძნობა, ნდობა არის ვალდებულებები, იმოქმედო, გჯეროდეს და იმედი გქონდეს. მოქმედება არის ნდობა უკეთესი მომავლისთვის. ეს ნარატივი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი ინდივიდუალური წარმატებისთვის, ეს არის ერთად დგომა, ჩვენი სამყაროს დაცვისა და გაძლიერებისთვის, მიმდინარე და მომავალი თაობებისთვის. ეს არის გაგება, რომ დღევანდელი ჩვენი ქმედებები გამოიღებს შედეგებს ხვალ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე. მთავრობის, ბიზნესისა და საზოგადოების ლიდერებს აქვთ ცალკეული პასუხისმგებლობები, რომ აღადგინონ ნდობა. მთავარი ჩვენი პროგრამა არის ხელშესახები ინიციატივები, ეს არის სამუშო პროგრამები, მთავრობა, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. შეჯამებისას, ნდობა არის ფუნდამენტური საყრდენი, ჩვენი სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების. ეს არის კორპორაციული გამბედაობა, ინსტიტუტების ეფექტიანი და სრულყოფილი მოქმედებისთვის”, – განაცხადა კლაუს შვაბმა.
დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით