ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, მომავალშიც ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან ეს არის მთავარი გასაღები მათ შორის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, მომავალშიც ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან ეს არის მთავარი გასაღები მათ შორის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც
საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, არცერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია.
„ჩვენ გავასწარით 2023 წლის საკუთარ მაჩვენებელს, მაშინ ეკონომიკური ზრდა გვქონდა 7.8% და ახლა 9.5%, რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები ეკონომიკური მიმართულებით.საქართველო გასულ წელსაც გავიდა პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. არცერთ სხვა ქვეყანას 9.5% ეკონომიკური ზრდა არ ჰქონია.
ეს არის სწორი მენეჯმენტის, სათანადო საინვესტიციო გარემოს, კანონმდებლობის, სათანადო საგადასახადო რეჟიმის შედეგი და ეს არის იმის შედეგი პირველ რიგში, რომ ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკონომიკურ განვითარებაზე, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარება არის მთავარი გასაღები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების განვითარების კუთხითაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”