"ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" - კობახიძის განცხადება
„ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა. ჩვენი პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ, იქნება შედეგიანიც. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის, თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“,
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.