ჩვენ ვართ დღეს მაგალითი იმ სიჯიუტის, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს გოლიათი, ჩვენ ვართ ზუსტად ის პატარა დავითი

„ძალიან საინტერესო, სიღრმისეული მსჯელობა შესთავაზეს საზოგადოებას ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და შემდგომში ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას და ამ გზით ქვეყნების გადაყვანას სრულად კორპორაციულ მმართველობაზე. რაც არ უნდა ეცადოს ვინმე ეს ყოველივე კონსპირაციულ თეორიებს დაუკავშიროს და ინფანტილური ქილიკით თემის მნიშვნელობა დააკნინოს, ეს რეალობაა და პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა და საკითხის გარშემო სიმართლის ცოდნა“- წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
ვატო შაქარიშვილის თქმით, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში „ფორბსის“ სიაში მყოფი უმდიდრესი ამერიკული ოჯახების ქონება 1007%-ით არის გაზრდილი.
„ოლიგარქიული ოჯახებისგან მომავალი საფრთხე არ არის ახალი გამოწვევა ამერიკისთვის, ჯერ კიდევ 1948 წელს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უილიამ ო. დუგლასმა განაჩინა, რომ „ძალაუფლება, რომელიც ეკონომიკას აკონტროლებს უნდა იყოს ხალხის წარმომადგენელი ანუ არჩეული ადამიანების ხელში და არა ინდუსტრიული ოლიგარქების ხელში.“ აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით უკანასკნელი 4 ათწლეულის განმავლობაში „ფორბსის“ სიაში მყოფი უმდიდრესი ამერიკული ოჯახების ქონება 1007%-ით არის გაზრდილი. ფაქტობრივად არ არსებობს ეკონომიკის სფერო, რომელსაც ისინი არ ფლობენ და არ აკონტროლებენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია კორპორაცია „ბლექროკი,“ რომელიც ერთდროულად ფლობს წილებს სამხედრო სამრეწველო კომპანიებში, ფარმაცევტულ ბიზნესში, ტექნოლოგიების სფეროში, მედიაში, ენერგეტიკაში, კვების ბიზნესში, საფინანსო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო სეგმენტში და ა.შ. და ა.შ. შეგახსენებთ, რომ „ბლექროკი“ ზუსტად იმ პერიოდში გახდა შვეიცარიული ბანკის აქციონერი, როდესაც „კრედიტ სუისი“ უკანონოდ არ უბრუნებდა კუთვნილ თანხას ბიძინა ივანიშვილს. “ბლექროკი“ საქართველოს ბანკებშიც გამოჩნდა, მაშინ როდესაც გასაჯაროვდა „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული გეგმები ქართული ეკონომიკის ჩამოქცევის შესახებ. „ბლექროკი“ ერთის მხირვ დაინტერესებულია უკრაინის ომის გახანგრძლივებით, რათა აშშ-ის ბიუჯეტიდან უკრაინაში გასაგზავნად რაც შეიძლება მეტი იარაღის შესყიდვა მოხდეს, ასევე „ბლექროკს“ უკვე აქვს ხელი მოწერილი უკრაინის ომის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის განხორციელებაზე, რაც უკრაინის ეკონომიკური ანექსიის საშუალებას მისცემს. აღნიშნული უმსხვილესი კორპორაცია, ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია ოლიგარქიული ოჯახების ხელში“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით