“ჩვენ ვამაყობთ ქრისტიანების და მუსლიმების მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით და თანამეგობრობით” – კობახიძე

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მე მიხარია და მეამაყება, რომ დღეს თქვენთან ერთად ავღნიშნავ ნოვრუზ ბაირამს, რომელიც არის განახლების და სიკეთის დღესასწაული. ჩვენ ვამაყობთ იმ მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებით და თანამეგობრობით, რომლებიც გვაკავშირებს ჩვენ, ქრისტიანებს და მუსლიმებს, აზერბაიჯანელებსა და ქართველებს – ეს არის, ნამდვილად საამაყო ურთიერთობა, საამაყო მეგობრობაა. მრავალი წლის მანძილზე, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალს და ეს ისტორია გრძელდება დღესაც – ეს არის ის ტრადიცია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალ თაობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს