ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ დავაგვიანეთ, ახლა კი საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება – ბუდრისი სანქციებზე

"ჩვენ დავაგვიანეთ. უკვე დავაგვიანეთ. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ლიეტუვამ წააყენა საკითხი, რომ სანქციები, როგორც ჩვენ ეროვნულ დონეზე დავაწესეთ, ევროკავშირის დონეზეც დაწესებულიყო, და ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა," - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.
"ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, სიტუაციას რომ ვუყურებთ, დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება საქართველოში, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. სწორედ ეს არის შედეგი," - განაგრძო ბუდრისმა
ბუდრისმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, და რომ მათ "ვალდებულება აიღეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე."
"საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ ვალდებულება აიღეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე და ამ ვალდებულების შესრულება მათზეა დამოკიდებული. თუ ისინი მზად არ არიან ამის გასაკეთებლად, მაშინ ჩვენ უნდა ავღძრათ კითხვა ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის საკითხზე," - თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.