ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე “სკოჩით” მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო

ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, მოლდოვას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე “სკოჩით” მიმაგრებული, უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო
ჭიდაობას ჰგავდა ეს ყველაფერი, როდესაც ბრიუსელი დიდად არ იჩენდა სურვილს იმისა, რომ საქართველოს მარტივად მიეღო უვიზო რეჟიმი, ხელისუფლება არ მოსწონდა და ამიტომ, თუ სხვა რაღაც მიზეზის გამო, ეს საუბრის და კვლევის თემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამიძიებო კომისიის თავმდჯომარე თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი განიხილება.
წულუკიანის განცხადებით, საქართველო, უკრაინასა და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ იყო, მიუხედავად ამისა, მოლდოვას, რომელსაც “სკოჩით” ჰქონდა ე.წ. ჩიპები ძველ პასპორტებზე მიკრული, უვიზო მიმოსვლის მოთხოვნას ბრიუსელი უკმაყოფილებდა, ამ ფონზე კი, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს უცხადებდნენ, რომ ჯერ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არ იყო.
“ერთ მაგალითს ვიტყვი. ჩვენ გვქონდა უკვე ბიომეტრიული პასპორტები, ახალი თაობის, არადა ბიომეტრიული პასპორტი არ არის მხოლოდ საბუთი, ამის უკან დგას მთელი სისტემა: მონაცემთა ბაზების, თანამედროვე ტექნოლოგიების და ა.შ. და ვიყავით ორივე ქვეყანაზე და განსაკუთრებით, მოლდოვაზე წინ. მოლდოვას უკმაყოფილებდნენ უვიზო რეჟიმის მოთხოვნას, რომელსაც ძველ, არაბიომეტრიულ პასპორტზე მაშინ, ე.წ. ჩიპი ჰქონდა უკანა გვერდზე “სკოჩით” მიმაგრებული და ჩვენ გვეუბნებოდნენ, ჯერ არ ხარ მზადო. ასეთი მომენტებიც იყო მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც ყველაფერი მაგიდაზე დევს და მერე მიდის დავა, ვაჭრობა თუ მოლაპარაკება. ეს არის 2015-16 წლები.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული