პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს” – კალაძე

,, ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს” – კალაძე

,, ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს” – კალაძე
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ყოფილი ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის მიერ შანხაის თეატრთან კონტრაქტის გაფორმების საკითხზე აქცენტის გაკეთება არ სურს:
„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვაკეთებ აქცენტს. მაგალითისთვის, ავიღოთ თუნდაც რუსეთი და რუსული ესტრადა. ჩვენ გვახსოვს საქართველოში მოღვაწე ქართველი მომღერლები, რომლებმაც კარიერა რუსეთში აიწყვეს, უამრავ კონცერტს მართავდნენ, საქართველოში ცხოვრობდნენ და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ კონცერტების გასამართად. შემდეგ აქციებზე გამოდიოდნენ პოლიტიკური შეძახილებით და გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი ცუდია, თითქოს ჩვენ მივდიოდით რუსეთისკენ, მაშინ როცა ყოველკვირა რუსეთში დადიოდნენ. ზოგადად, მათი დამოკიდებულება არის ორმაგი სტანდარტი, როგორც აწყობთ და რაც აწყობთ, იმას ამბობენ და აკეთებენ, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს და რეალობას ხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.