ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ

ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი კონფიგურაციით, „ქართული ოცნება“ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს
„ჩვენ ველოდებით უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე გვქონდა წინა არჩევნებზე. მაშინ ქვეყანაში ავიღეთ 54,5% და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობით მინიმუმ 2%-ით მეტის აღება შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გაზრდა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციას ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64-ვე მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი კონფიგურაციით, მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თქმის საშუალებას”, – განაცხადა პრემიერმა.
Next: გმირად რომ გვიცხადებ ადამიანს, რომელმაც პოლიციის უფროსს გაარტყა ხელი, სამარცხვინოა, უნდა აღიარონ, რომ ეს ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური, დასაძრახი და მერე ვისაუბროთ ყველაფერ დანარჩენზე, პოლიციის დაკნინების უფლებას ვერავის მივცემთ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება