ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – 2028 წლისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი – 2028 წლისთვის – ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული – 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია, 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი დასახული – 2028 წლისთვის გვინდა, რომ 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. ამაზე აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, ეს უნდა მოხდეს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური კომუნიკაციით. უახლოეს პერიოდში, ასევე, ვგეგმავთ შესაბამისი სამთავრობო კომისიის მოწვევას, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩვენი მიზანია, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ბუნებრივია, არის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი