ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია - ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი გახდება ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა.
„მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზსციას ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს. დღეს ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები. ქვეყნების სუვერენიტეტი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობთ ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამ მავნე გავლენებისგან და მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია", - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.