ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა შვიდი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს – ენტონი ბლინკენი

ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა შვიდი ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბლინკენი განმარტავს, შეერთებული შტატები მუშაობს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასაძლიერებლად. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია და უფრო ფართო კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის.
მისივე თქმით, ამ მოსაზრებას იზიარებენ ყველგან, სადაც ის ჩადიოდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში. ბლინკენის განცხადებით, ლიდერებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება “მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და ღაზაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ”.
“ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვების, ძალიან მაღალია.
ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ომმა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძალიან ბევრი ტანჯვა მოიტანა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მიაღწიოს თავის ძალიან ლეგიტიმურ მიზნებს, რათა უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდება. გვჯერა, ისრაელის მთავრობასაც სჯერა, რომ დიპლომატიური გზა არის საუკეთესო გზა უსაფრთხოების მისაღწევად და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ განვაგრძობთ,” – აცხადებს ბლინკენი.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან