ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები

ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები
ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი ადამიანები ვერც მალავენ, რომ არიან უცხოელი აგენტები და მათ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ უცხოელი სუბიექტების ინტერესები.
„მათ არ ადარდებთ არც ობიექტური ამერიკული ინტერესები, ეს არის „დიფ სთეითის“ ინტერესები, რასაც ემსახურება დღემდე , ისევე როგორც ემსახურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერები. რაც შეეხება ირანთან, ჩინეთთან დაკავშირებულ განცხადებებს, ყველას ვურჩევ, რომ გაეცნონ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ამ ქვეყნებთან მიმართებით – ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ახალი ადმინისტრაცია აპირებს ურთიერთობების დალაგებას ჩინეთთან, ირანთან და ამავე დროს ხაზარაძე ცდილობს, რომ ჩინეთისა და ირანის ფაქტორი გამოიყენოს საქართველოზე შეტევისთვის. ეს არის სრული აბსურდი, ეს ადამიანები არიან აბსურდში. რეალურად ხაზარაძე, ჯო უილსონი და სხვები საუბრობენ აბსოლუტურად ერთნაირი, აბსურდული მესიჯებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ აქვთ ძალიან სუსტი პოზიციები. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ისეთი უცხოელი აგენტების მიმართ, როგორიც არის ხაზარაძე, როგორებიც არიან რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა