„ჩვენ აშშ-თან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავუგზავნეთ დონალდ ტრამპს როგორც ღია, ისე დახურული წერილები და საერთო სულისკვეთება იყო ამ წერილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვსურს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, გვსურს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ დახურულ წერილს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ასახული უნდა იყოს სარგებელი ორივე ქვეყნისთვის, როგორც აშშ-სთვის, ისე საქართველოსთვის.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ჯანსაღი დამოკიდებულება, განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღი ფორმით, ეს არის ჩვენი სურვილი, ველოდებით ამერიკულ მხარეს,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.