“ჩვენ აქ სისხლს ვღვრით რუსებთან ბრძოლაში და მანდ თბილისში…” – რას წერს ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
გთხოვთ გააზიარეთ!!! ჩვენ აქ სისხლს ვღვრით რუსებთან ბრძოლაში და მანდ თბილისში ცხვირ წინ გიხსნით, ფსბ_ეს 5 სამმართველო რუსულ უნივერსიტეტს. ამას ქვია მტრის კულტურული-საგამნათლებლო დესანტი , ჰიბრიდული ომის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, წაიკითხეთ გერასიმოვის “ჰიბრიდული ომის დოქტრინა’ მოგიწოდებთ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს , დღესვე გამოხატოთ პროტესტი . ხვალიდან უკვე ჩანიშნოთ პროტესტი ამ ძალიან საშიში ფაქტის წინააღმდეგ. გინდათ წინასაარჩევნოთ რეიტინგი, ქულები და ასე შემდეგ? აგერ იმოქმედეთ და დაგვაჯერეთ რომ რამე შეგიძლიათ,ჯერ ეს პატრა გამარჯვება გვნახეთ არჩევნებზე მერე ვილაპარაკოთ. Nika Gvaramia ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, მაგრამ პირველ რიგში როგორც ერთი რიგითი ქართველი და მეომარი თქვენგან ველოდები რეაქციას.
ცნობისთვის, რუსულმა უნივერსიტეტმა თბილისში, ილიას ბაღში დახურული ღონისძიება გამართა. “გრინდ უნივერსითის” კორპორატიული საღამოს სტუმრები ძირითადად რუსეთის მოქალაქეები იყვნენ და არ პასუხობდნენ შეკითხვებს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, რუსული უნივერსიტეტის დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქე არსენ მარკარიანია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.