ჩვენ აქ არ ვართ ბიზნესის საკეთებლად, ეს არ არის ვაჭრობა, უნგრეთი უნგრულ საკითხებს არ უკავშირებს უკრაინულ საკითხებს – ვიქტორ ორბანი

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით და თუნდაც ევროკომისიის შეფასებით, შვიდიდან სამი არ არის შესრულებული, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოება არ არის თეორიული საკითხი, გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული სამართლებრივად დეტალური პროცესი, რომელსაც აქვს წინაპირობები.
“საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შვიდი წინაპირობა უკრაინასთან დაკავშირებით. წინაპირობები არ შექმნილა უნგრეთის მიერ, კომისიამ შექმნა. წინაპირობა წინაპირობაა. შვიდი წინაპირობიდან სამი არ არის შესრულებული, ჩემი შეფასებით, მეტიც, მაგრამ სამი პუნქტიც საკმარისია, ვთქვათ, რომ ბიჭებო, თუ არ შეგისრულებიათ წინაპირობები, არ არის შანსი მოლაპარაკების დაწყებისთვის. სჯობს ფული მიიღო გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ აქ არ ვართ ბიზნესის საკეთებლად, ეს არ არის ვაჭრობა. ჩვენ წარმოვადგენთ მიდგომებს და პრინციპებს. ასე რომ არ არსებობს რაიმე დამატებითი გადაწყვეტილებები. ასევე მინდა ვთქვა, რომ უნგრეთი უნგრულ საკითხებს არ უკავშირებს უკრაინულ საკითხებს,” – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით