ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომლისთვისაც ბირთვული ირანი მისაღებია – ტრამპმა ლეო XIV გააკრიტიკა

, 2025 წლის 14 აგვისტო.Andrew Harnik/Getty Imagesაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში პაპი ლეო XIV გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას “არ მოსწონს პაპი, რომლისთვისაც ბირთვული ირანი მისაღებია” და რომ ლეო XIV “ძალიან ლიბერალური ადამიანია”. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პაპმა “რადიკალური მემარცხენეების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს”.
ტრამპის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ლეო XIV-მ გასულ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ -სა და ისრაელის ომს ირანში “ყველისშემძლეობის ილუზია” აძლიერებს. გამოცემა The Guardian აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაპებსა და პრეზიდენტებს შორის განსხვავებული პოზიციები უჩვეულო არ არის, თუმცა მსგავსი საჯარო კრიტიკა იშვიათია.
“პაპი ლეო სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში… მე არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია” – დაწერა პრეზიდენტმა თავის პოსტში.
მან ეს პოზიცია ჟურნალისტებთან საუბარშიც გაიმეორა და თქვა: “ჩვენ არ მოგვწონს პაპი, რომელიც ამბობს, რომ [ირანისთვის] ბირთვული იარაღის ქონა მისაღებია”
ლეო XIV-მ შაბათს საღამოს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ლოცვის მსახურებას უხელმძღვანელა – იმავე დღეს, როცა -მ და ირანმა, მყიფე ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, პაკისტანში პირისპირ მოლაპარაკებები დაიწყეს. The Guardian აღნიშნავს, რომ პაპს პირდაპირ არ უხსენებია არც აშშ და არც ტრამპი, თუმცა მისი ტონი და გზავნილი, როგორც ჩანს, მიმართული იყო ტრამპისა და ამერიკელი ოფიციალური პირებისკენ, რომლებიც ხაზს უსვამდნენ აშშ-ს სამხედრო უპირატესობას და ომს, მათ შორის, რელიგიური არგუმენტებით ამართლებდნენ.
პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი “არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ომს აწარმოებს, არამედ უარყოფს მათ”. მან ასევე მოიხსენია ძველი აღთქმის ნაწყვეტი და თქვა: “თუნდაც მრავალი ლოცვა აღავლინოთ, მე არ მოგისმენთ – თქვენი ხელები სისხლით არის სავსე”.
ცეცხლის შეწყვეტამდე, როდესაც ტრამპი ირანს ელექტროსადგურებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმებით დაემუქრა და განაცხადა, რომ “ამაღამ მთელი ცივილიზაცია შეიძლება დაიღუპოს”, ლეო XIV-მ ასეთი განცხადებები “სრულიად მიუღებლად” შეაფასა.
თუმცა, კვირას ღამით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ირანში მიმდინარე ომის ფარგლებს გაცდა და ლეო XIV უფრო ფართოდ გააკრიტიკა – “მე არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ საშინელია, როცა ამერიკამ ვენესუელას შეუტია – ქვეყანას, რომელიც აშშ-ში დიდი რაოდენობით ნარკოტიკებს აგზავნიდა” – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.
“მე არ მინდა პაპი, რომელიც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რადგან მე ზუსტად იმას ვაკეთებ, რისთვისაც დიდი უპირატესობით ამირჩიეს” – დაამატა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პაპმა ეს თანამდებობა “იმიტომ მიიღო, რომ ამერიკელია და მათ ეგონათ, ეს საუკეთესო გზა იქნებოდა პრეზიდენტ დონალდ ჯეი ტრამპთან ურთიერთობისთვის”.
“მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა” – დაწერა ტრამპმა და დაამატა: “პაპმა ლეომ თავისი საქმე უნდა დაალაგოს, გამოიყენოს საღი აზრი, შეწყვიტოს რადიკალური მემარცხენეების მხარდაჭერა და კონცენტრირდეს იმაზე, რომ იყოს დიდი პაპი და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, კათოლიკურ ეკლესიასაც აზიანებს!”.