,, ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ადამიანური ღირსებისთვის” – ბადრი ჯაფარიძე

,,ძლიერი საქართველო ლელოს” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დღეს გამოცხადებულ განაჩენებს საპატიმროდან ეხმაურება:
,,ჩვენი თანამებრძოლების, ვეფხიას და ვასილის მიმართ გამოტანილმა დღევანდელმა უსამართლო განაჩენმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ამ ქვეყანაში კანონიერებასა და სამართლიანობას უნდა იცავდნენ, თავად იქცნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების ინსტრუმენტებად.
სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ცხადჰყოფს, რომ აღნიშნული საქმე არ ემყარება არც მტკიცებულებებს, არც სამართლის პრინციპებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
მინდა, სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. გახსოვდეთ, თქვენი სიმტკიცე და მორალური უპირატესობა აუცილებლად გახდება საფუძველი დიდი საზოგადოებრივი ცვლილებებისა.
ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, ადამიანური ღირსებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის. ეს ბრძოლა არის ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო ემსახურება არა ხელისუფალს, არამედ სამართლის უზენაესობას.
საქართველო აუცილებლად იქნება დემოკრატიული სახელმწიფო!
ბადრი ჯაფარიძე
საკანი 214“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია