ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ – ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურის თქმით, კომუნიკაციისთვის ორი სპეციფიკური ხაზია.
„ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას. თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია