ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ
ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პარტიის მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები.
„ორი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და თბილისის მერობის კანდიდატზეც კი ვერ არის ჩამოყალიბებული ოპოზიცია. ვისზეც არის საუბარი, ეს კანდიდატები მეტყველებენ იმაზე, რომ ძალიან უჭირს ოპოზიციას. ეს არის მათი საქმე. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ვემზადებით ჩვენ. ხედავთ, რომ ჩვენ ვემზადებით ძალიან აქტიურად. გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით არჩევნებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მთლიანად ამ დღის წესრიგით ვმოქმედებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება