ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს…” – სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს – სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა “სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ” მიმართულ “მართალ ბრძოლაში” ერთად უნდა გაიმარჯვოს.
აღდგომა არის კეთილის , მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏 და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! ქრისტე აღდგა!”. – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”