არქივი5 სექტემბერი, 2024, 12:07
"ჩვენც გვინდა, რომ ახლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკა საჭირო არაა" - "მილანმა" ფონსეკას ნდობა გამოუცხადა

"მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულო ფონსეკას სრული ნდობა გამოუცხადა.
"ფონსეკასა და მის სამწვრთნელო შტაბს ვენდობით. სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდში, მათი გაწეული სამუშაო ძალიან მოგვეწონა.
ჩვენც გვინდა, რომ ეხლა 9 ქულა გვქონდეს, მაგრამ პანიკაში არ ვართ", - ციტირებს ფურლანის ფაბრიციო რომანო.
ინფორმაციისთვის, სერია A-ს საწყისი 3 ტურის შემდეგ "მილანს" მხოლოდ 2 ქულა აქვს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ უახლოეს პერიოდში "როსონერი" შედეგებს ვერ გამოასწორებდა, პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.