ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? - ფეხბურთელები, რომლებიც ახლა "ნაპოლიში" არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა.
ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს", - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე
ვერ თანხმდებიან. ხვიჩას მხარეს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მაგრამ "პარტენოპეი" მხოლოდ 6 მილიონს სთავაზობს. სათქმელია ისიც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 80 მილიონი ევროს ჩაწერა უნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.