ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას – ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას

ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას – ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას
„ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიო მიიყვანა ძალიან ცუდ შედეგამდე. ამ პოლიტიკამ კრახი განიცადა“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეების შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის თავად განსაზღვრავს იმ პოლიტიკას, რა დაკვეთასაც საკუთარი მოქალაქეებისგან იღებს.
„ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, რომ დაანებონ თავი საქართველოსთვის მითითებების გაცემის პოლიტიკის გატარებას. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას. ამ დაკვეთას კი საკუთარი მოქალაქეებისგან იღებს.
ჩვენ ვაპირებთ ფასეულობებისა და ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის შენარჩუნებას და კიდევ უფრო გაძლიერებას“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
Next: უკვე შერჩეული გვყავს კანდიდატი, ვინც იქნება ჩვენი ელჩი აშშ-ში და ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდება და რეალური პარტნიორობის

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა