ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს” - ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს” - ირაკლი ღარიბაშვილი
ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს.

“სუვერენიტეტის გარშემო კეთდება განმარტებები და განცხადებები. ერთ-ერთმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, მგონი, ჩვენ ერთმანეთის არ გვესმისო - როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. მინდა ეს კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას. ამაზე ბევრი მისაუბრია ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის მათთან, რომლებიც იცავენ და ბოლომდე არ თმობენ საკუთარი ქვეყნების სუვერენიტეტს - ეს მართლა ასეა. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ როცა ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს. კარგია, რომ ამ ბატონმა წამოჭრა ეს საკითხი. ამით დავამთავრებ ამ საკითხზე მსჯელობას“, - აღნიშნა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.