ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის გა3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები - კობახიძე

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე 3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის დადასტურებული მონაცემები. ასევე სოციალური პაკეტები გაიზარდა საშუალოდ 3-4-ჯერ. ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.