ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული. უახლოეს დღეებში ვიწყებთ აქტიურად გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შევხვდებით

ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული. უახლოეს დღეებში ვიწყებთ აქტიურად გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შევხვდებით
ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული, – განუცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში აქტიურად დაიწყებენ გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვდებიან.
„ჩვენ წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას. მოვუყვებით რა გავაკეთეთ, მოვუყვებით თუ რა გეგმები გვაქვს მომდევნო 4 წელთან დაკავშირებით.
დელეგატების თემას რაც შეეხება, 22 დელეგატი უკვე წარდგენილია, თბილისის 8 დელეგატის წარდგენაც, სავარაუდოდ, ამ კვირაში მოხდება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.