ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა – სოფიო ხორგუანი გივი მიქანაძეს

ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა – ამ სიტყვებით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებულ გივი მიქანაძეს.

ხორგუანმა სხდომაზე მინისტრს წარსული შეახსენა და უთხრა, რომ იმ უწყებას წარმოადგენდა, რომელმაც “პატიმრები დაცხრილა”.

დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ ის მინისტრის მოადგილე იმ სამინისტროსი, ვინც პატიმრები დაცხრილა. ჩვენი შეურაცხყოფაა თქვენი განათლების მინისტრობა დღეს. თქვენ თქვით, რომ რეგიონებში დადიხართ, მაგრამ ალბათ პარტ-მუშაკებს ხვდებით. იმიტომ, რომ მეც დავდივარ რეგიონებში და უამრავი პრობლემა აქვთ. 

თურმე არაშენებული სკოლები თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თუ რამე კეთდება, სულ თქვენი დამსახურება არის. კომპეტენტური ნამდვილად ხართ, პასუხისმგებლობის ასხლეტვის კომპეტენცია ნამდვილად გაქვთ – იგივე უტიფრობა, იგივე პათეტიკა, რაც ნაცმოძრაობას ახასიათებდა. არ შეცვლილხართ”, – უთხრა სოფიო ხორგუანმა გივი მიქანაძეს. 

მანამდე კი პარტია “გახარია – საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა მიქანაძეს კონკრეტული სკოლები ჩამოუთვალა და ჰკითხა, რას აპირებს სამინისტრო აღნიშნულ სკოლებთან დაკავშირებით – “ვერც ერთ კითხვაზე ჩვენ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული პასუხები, ამიტომ ძალიან რთულაი, რომ დავაზუსტო – თბილისის 152-ე, 166-ე, 116-ე, 89-ე, 113-ე, მე-14 – ეს არასრული ჩამონათვალი შედის თუ არა თქვენს ჩამონათვალში?”

რჩევა იქნება, რომ ვისთანაც კონსულტაცია გაიარეთ და თუ არ გაგივლიათ – სამომავლოდ გაიარეთ, რომ უკეთესად მოემზადოთ. პასუხები თქვენ მიიღეთ, თუ რამე ვერ გაიგეთ, ეს ჩანაწერი ღიაა და შეგიძლია გადაახვიოთ და იქ მოუსმინოთ”, – უპასუხა ხვედელიანს მიქანაძეს. 

მინისტრ მიქანაძის  ირმა ზავრდაშვილმი გამოესარჩლა და ექს-პრემიერის გუნდის წევრებს უთხრა, რომ “გაგების პრობლემა აქვთ”.

რეფორმაში შედის ისიც, რომ როდესაც ნათქვამის ვერგაგების პრობლემა აქვს უკვე პარლამენტის წევრს, ე.ი. იმ განათლების სისტემას რეფორმა მართლაც სჭირდება. არც ის არის ცუდი, როცა ადამიანი კარგ რაღაცას აკეთებს, შეაქებ – როგორც მინიმუმ გაჩერდები მაინც. მოდი რა საკუთარ მორალს და ზნეობას მიხედეთ”.- განაცხადა ზავრდაშვილმა. 

რაც შეეხება აუშენებელი სკოლების პრობლემას, მიქანაძე დღეს სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ “ეს საკითხი ყველაზე მეტად მას სტკივა”.

ყველაზე მეტად მტკივა მე თითოეული სკოლა, რომელიც არ არის აშენებული და რომელიც მშენებლობის პროცესშია და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად შეუვალი ვართ მთელი მთავრობა ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც თავის ფუნქციებს არ ასრულებს და არაერთი საქმე პროკურატურის შესწავლის პროცესშია, არაერთი საქმე კი სასამართლოშია”, – განაცხადა მიქანაძემ.