ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს" - "მაგთიკომი"

"ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს" - "მაგთიკომი"

კომპანია "მაგთიკომი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პროდასავლურ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხზე ძალადობას გმობს.
"მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს "მაგთიკომი".

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.