ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს . იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მის გამოსაჯანმრთელებლად ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს.
„რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ეს არის დაშინების მცდელობა – ხელისუფლებას სჭირდება, რომ ხალხი პრობლემებზე არ ლაპარაკობდეს, დაშინების კარგი შესაძლებლობა კი არის, რომ დასაჯო ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, რათა სხვები გაჩუმდნენ

Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია