ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“ - გაეროში უკრაინის ელჩმა რუსეთს მიმართა

„ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“ - გაეროში უკრაინის ელჩმა რუსეთს მიმართა

ნიუ-იორკში 9 დეკემბერს გამართულ სხდომაზე განიხილეს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის ჯარების შეტევების გაძლიერება.
უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ანდრი მელნიკმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის კაპიტულაცია სურს, რასაც ვერ მიიღებს, ისევე, როგორც უკრაინის ტერიტორიას, რომლითაც არ ვაჭრობენ.
„ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი არ იყიდება“, - თქვა უკრაინელმა დიპლომატმა და ინგლისურ ენაზე თავისი გამოსვლა დაასრულა რუსეთისადმი მიმართვით რუსულ ენაზე: „Дырку от бублика получите, а не Украину!“.
რუსულში ეს გამოთქმა(სიტყვასიტყვით: ბლითის ნახვრეტი) ნიშნავს არაფერს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა 9 დეკემბერს გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში უკრაინის შესახებ, რომლის თანახმად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
ანგარიში მოიცავს პერიოდს 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში უკრაინაში დაიღუპა 1420 და დაიჭრა 6545 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც 12%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ მონაცემებზე. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს თავის ანგარიშებში შეაქვს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი მეტია.
9 დეკემბერს გამოაქვეყნებულ ანგარიშში საუბარია უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და დაკავებული სამოქალაქო პირების წამებაზეც და რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვაზე.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.