არქივი25 დეკემბერი, 2024, 23:22
"ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად"

„გვიახლოვდება ახალი წელი და გვინდა ბედნიერი წელიწადი გისურვოთ სრულიად საქართველოს - ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება იყოს თქვენი წლის მეგზური!
აქვე, მთელი გულით ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ილია მეორეს - დაე, მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე!
ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად“— წერია „თეატრალური კვარტეტის“ განცხადებაში
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.