ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება 2024 წელს - Galt & Taggart

ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება 2024 წელს - Galt & Taggart

ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება 2024 წელს - ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
„საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8% შეადგინა, თუმცა, წინა კვარტალთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმების 69.2% შეადგინა, ხოლო თვითდასაქმებულების წლიური ზრდა 2.4% იყო. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წლიურად 1.0 პროცენტული პუნქტით 54.7%-მდე გაიზარდა 2024 წლის მე-3 კვარტალში. ჩვენი პროგნოზით, უმუშევრობა 13.8%-მდე შემცირდება 2024 წელს, 2023 წლის 16.4%-დან“ – ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.