,,ჩვენი მიზანია, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში“ – ანა ფოტიგა

,,ჩვენი მიზანია, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“, – ამის შესახებ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.
„დიდი მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს ამ რეზოლუციაზე შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და ღირებული კონტრიბუციისთვის ფინალური ტექსტის მომზადებაში, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ კენჭს დადებითად უყრიან.
თამაზ გინტური, საქართველოს მოქალაქე, 2008 წლის ომის ვეტერანი ს საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, როდესაც მეგობართან ეკლესიაში მიდიოდა. გინტური მოკლეს და საქართველოს მეორე მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ჩვენ რეზოლუციაში დავასახელეთ სხვა მსხვერპლის სახელებიც.
ჩვენი მიზანია, შეიქმნას ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი ჩამონათვალი, რომელიც დაგვეხმარება სანქციების დაწესებაში მათზე, ვინც უდანაშაულო ადამიანების, ამ ქვეყნის პატრიოტების წინააღმდეგ ჩადენილ ამ და მსგავსი სახის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი“,- განაცხადა ფოტიგამ.
ევროპარლამენტარები მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას, ასევე უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახს, მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიან გამოძიებას, მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა დასჯას და პასუხისგებაში მიცემას.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოებას შევთავაზებთ თვისებრივად გადალაგებულ სისტემას, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ნაცვლად, ორიენტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე – ირაკლი კობახიძე