არქივი17 მარტი, 2024, 10:13
“ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს” - ილჰამ ალიევი საქართველო - აზერბაიჯანზე
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი “ტვიტერზე” წერს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან.
როგორც ალიევი აღნიშნავს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.
“საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.