ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა… – რას წერს „ბერი ანდრიას ფონდი“ ილია თოფურიაზე
„ბერი ანდრიას ფონდი“ სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ილია თოფურიას შესახებ წერს.
„ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურია “EL Matador” თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
ილიას დედა, ჩვენი თინათინი ბერი ანდრიას დედას ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ, MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.
მრავალი წარმატება ილიას!“ – წერს ბერი ანდრიას ფონდი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.