ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენი დამფუძნებელი მყარ პოზიციაზეა, რომელსაც ვერანაირი დაშინება ვერ შეაცვლევინებს - VR Holding

ჩვენი დამფუძნებელი მყარ პოზიციაზეა, რომელსაც ვერანაირი დაშინება ვერ შეაცვლევინებს - VR Holding

"ჩვენი დამფუძნებელი იყო, არის და იქნება მყარ, საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც ვერანაირი სანქცია, დაშინება თუ სხვა ბერკეტი ვერ შეაცვლევინებს", - ასე პასუხობენ დეველოპერულ კომპანია VR Holding-ში ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის, შესაძლო, სანქცირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ამასთან, კომპანიაში ვერ ხვდებიან თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო მათი კომპანიის დამფუძნებელი, აშშ-ის კონგრესმენთა მიერ მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის, მარკო რუბიოსთვის საქართველოში დასასანქცირებელი პირების შესახებ გაგზავნილ სიაში.
VR Holding-ში BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომ კომპანიას ნოშიკო ნამორაძის მიმართ სრული ნდობა გააჩნია.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.