“ჩვენი გამოსწორება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ჩვენი ძალებით არ ძალგვიძს”– მეუფე შიო

6
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს, უთხრა:
„ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენ ჩვენი ძალებით არ ძალგვიძს. შეიძლება გარეგნულად რაღაც შევცალოთ ოდნავ, მაგრამ შინაგანად ეს ჩვენთვის მიუღწეველია, უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება და განწმენდა.
შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა: „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია რომ გამწმინდო“ და რა მოუგო უფალმა?! „მნებავს, განიწმინდე“. ასე რომ, უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანის ნება და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ, უფალს სურს ეს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი გაწმენდა, უფრო მეტად კიდევ, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა. თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს და განგვწმენდს.”

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?