ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, მზად ვართ, მაგრამ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, კომპანიამ და დასაქმებულებმა მოილაპარაკონ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, მზად ვართ, მაგრამ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, კომპანიამ და დასაქმებულებმა მოილაპარაკონ
ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებად ვართ მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებით, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ, ბუნებრივია, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია