“ბეკოს” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში კომერციული ფართების იჯარის ღირებულება უჩვეულოდ მაღალია. მისივე განმარტებით, ცენტრალურ უბნებში ღირებულება გასულ წელთან შედარებით 15-20%-ით არის გაზრდილი. ამასთან, პრობლემაა ფართების დეფიციტიც.“ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია იჯარის ფასი. პირველ რიგში თბილისშია ყველაზე მაღალი იჯარა: ვაკე, საბურთალო, რუსთაველი, მარჯანიშვილი. ამ ტერიტორიებზე კომერციული უძრავი ქონება ძალიან ძვირია. როცა ასეთი მაღალი ფასებია და ჩვენ 500-800 კვადრატი გვჭირდება, პირველ რიგში დეტალურ გამოკვლევებს ვატარებთ. ვარკვევთ, ღირს თუ არა კონკრეტულ ლოკაციაზე მაღაზიის გახსნა, იმ რეალიზაციას მივიღებთ რომელიც გვჭირდება თუ ვერა. ამის მერე ვიღებთ მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს მეჰმედ მელექი.მისივე თქმით, კომპანია ამ ეტაპზეც ახალი ლოკაციების მოძიების პროცესშია.“ახლაც რამდენიმე წერტილში ვეძებთ მაღაზიას, მაგრამ ან იჯარა არის ძალიან ძვირი ან სასურველი ზომის ფართს ვერ ვნახულობთ. ფართების რაოდენობაც ძალიან მცირეა. ვფიქრობ, ახალი სივრცეებია საჭირო, ასევე შესამცირებელია იჯარის ღირებულებაც, მითუმეტეს ამ პერიოდში. შეიძლება შევიდეს რომელიმე კომპანია და იქირაოს ფართი, მაგრამ ისეთი მაღალი იჯარებია ან მალევე კოტრდება ან გადის ამ სივრციდან. თუმცა, გასვლა და სივრცის დატოვებაც ადვილი არ არის. გარდა იმისა, რომ იქ სარემონტო ხარჯები აქვს კომპანიას გაწეული, ადგილის ხშირი ცვალებადობაც იმიჯზე ნეგატიურად აისახება. მაგრამ ამას დღეს რამდენად ითვალისწინებენ, არ ვიცი. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ფასი სულ იზრდება.”- აცხადებს “ბეკოს” გენერალური დირექტორი.წყარო: bp.ge

