ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება - ირაკლი კობახიძე

ჩვენი დელეგაციის წევრებს მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა გადავუხადო ნატო-ს ასამბლეის ყველა იმ წევრს, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნატო-ს ასამბლეის სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ახალ კატეგორიაში გადასვლას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას.
„შესაბამისი ცვლილებები ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება,“- განაცხადა პრემიერმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.