არქივი16 სექტემბერი, 2024, 12:54
ჩვენთვის მთავარი არის ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ - პრემიერი

ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, შვიდი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის.
„ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.