“ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ” – პაპუაშვილი

პოლონეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სამუშაო ვიზების გაუქმებაზე შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ვერ ხვდება, რა შუაშია “ქართული ოცნება”. არადა, იგივე უფლებით ისარგებლებენ სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა.
“ის, რომ პოლონეთის მთვარობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს ან ერთი, ან მეორე მიმართულებით, “ქართული ოცნება“ რა შუაშია, ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხებია, როგორ აწესრიგებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამკაცრებენ გერმანია, სხვა ქვეყნები, ცდილობენ, რომ ახალი ტალღა, საკუთარი მიგრაციის პოლტიკა გადააწყონ. საქართველოდან იქ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა იყო დიდი, შეხედეს იმ ქვეყნებს საიდანაც დიდია და უფრო მკაცრი რეგულაციები შემოდის. პოლონეთზე ექნება ამას ცუდი გავლენა, ეკონომიკური, ვინაიდან, რადგან მუშა ხელი ჩადიოდა იქ, ე.ი. მოთხოვნაც იყო, და არ ვიცი, როგორ აპირებენ მუშა ხელით დააკმაყოფილონ”,- აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია