ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ჩვენთან თამაშზე ორივე ოცნებობს" - ინგლისური გუნდის ქომაგები "კვარასა" და ოსიმენს ელოდებიან [PHOTO]

გუშინ, ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან.
როგორც ჩანს, "არისტოკრატების" ქომაგები აღნიშნულმა ინფორმაციამ ძალიან გაახარა. ლონდონური გუნდის ფან-ჯგუფი "ინსტაგრამზე" ამ ამბავს ასე გამოეხმაურა.
"ყოველდღე უფროდაუფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ "ნაპოლიდან" ბრწყინვალე დუეტს შევიძენთ.
წარმოიდგინეთ კვარაცხელია და ოსიმენი "ჩელსიში", ისინი საკუთარ ბავშვობის ოცნებასაც აიხდენენ", - წერს Talkfc_ და ფეხბურთელების ბავშვობის ფოტოებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, ESPN-ის ცნობით, ქართველი შემტევის გადაბირების უკეთესი შანსი "მანჩესტერ სიტის" აქვს და "ქალაქელები" მის შესაძენად 2024 წლის ზაფხულის
სატრანსფერო ფანჯარაზე იბრძოლებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.