ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენება საქართველოს წინააღმდეგ - "ოცნებამ" საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში ახლა უკვე ოფიციალურად დაადანაშაულა

ჩვენება საქართველოს წინააღმდეგ - "ოცნებამ" საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში ახლა უკვე ოფიციალურად დაადანაშაულა

473-გვერდიანი ნაშრომის ავტორს ადგილი ისტორიის სახელმძღვანელოშიც უნდა. თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მისი კომისიის დასკვნა ომზე და რევოლუციაზე მომავალმა თაობებმა უნდა ისწავლონ.

უკვე სახელმწიფო დონის დოკუმენტში, ხელისუფლება ახლა უკვე ოფიციალურად ამტკიცებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

"ქართულმა ოცნებამ" ასე ჩამოაშორა პასუხისმგებლობა რუსეთს. ომის დაწყება წინა ხელისუფლებას დაბრალდა და ოკუპაციაც ასე გამართლდა. წულუკიანი ამბობს, რომ სააკაშვილმა თავისი მოქმედებებით თავად მისცა საფუძველი რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილიყო. წულუკიანი ამბობს, რომ მათ ეყრდნობა, ვინც კომისიამ გამოკითხა. თუმცა ეს ბრალდება მის პარტიას საგამოძიებო კომისიის შექმნამდეც ჰქონდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.