ჩეხმა დეპუტატებმა რუსებს შეუზღუდეს მოქალაქეობის მიღება

ჩეხეთის დეპუტატების პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის, რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას.
დამტკიცებული შესწორებით რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისებით, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით – მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დრომდეა შეტანილი.
გამონაკლისები დაიშვება პირებისთვის, რომლებმაც ჩეხეთში თავშესაფარი მიღეს და ასევე მათთვის, ვინც, ქვეყნის მმართველთა შეფასებით, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. გამონაკლისები დასაშვებია ჰუმანიტარული მიზეზებითაც.
შესწორებას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის დეპუტატებმა, ოპოზიცია – როგორც პოპულისტური ორიენტაციის ნაციონალისტები, ისე პროევროპული “მეკობრეები” – წინააღმდეგნი იყვნენ. კანონპროექტი გააკრიტიკეს რუსეთის დიასპორის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა – მათი შეფასებით, გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან რუსეთის მოქალაქეობის დათმობა არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონის გარეშე. კრიტიკოსები კანონრპოექტს დისკრიმინაციულს უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ჩეხეთში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელმაც დატოვა უთანხმოების გამო უკრაინის ომთან და პრეზიდენტ პუტინის მმართველობასთან. კანონპროექტის ავტორები კი მიანიშნებდნენ უსაფრთხოების პრობლემებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩეხეთის მოქალაქეობას ბევრი რუსი მიიღებს.
ბოლო წლებში ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო რამდენიმე ათასმა რუსმა. ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა პირმა ქვეყანაში იცხოვროს 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის უფლება, იცავდეს კანონს და ჩააბაროს გამოცდა ჩეხურ ენაში.
ახლა დოკუმენტი სენატს გაეგზავნება განსახილველად, რის შემდეგაც მას ჩეხეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. მოელიან, რომ შესწორება ძალაში შევა 2025 წლის თებერვლიდან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა